ჯეინ ოსტინი

Jane Austen

ჯეინ ოსტინი დაიბადა 1775 წლის 16 დეკემბერს,სტევენტონის სოფელში.ჯორჯ ოსტინის და კასანდრას რვა ბავშვიდან – იყო მეშვიდე.ჯეინს არასდროს უცხოვრია ოჯახის გარეშე.სწავლით ყოველთვის სახლში სწავლობდა.ჰქონდა ძალიან ბედნიერი ბავშვობის წლები,თავის ძმებთან და განუყოფელ დასთან.კასანდრასთან ერთად,ბევრს თამაშობდა.ერთ-ერთი თამაში-პოემების წერა იყო,რომლითაც ცდილობდნენ ერთმანეთი გაეოცებინათ.წერაში ჯეინს,მამის ბიბლიოთეკა ძალიან დაეხმარა.

14 წლის ასაკში მან დაწერა თავისი პირველი ნაწარმოები “სიყვარული და მეგობრობა”,რომელსაც მოჰყვა მისი ცნობილი ნაწარმოებები “სიამაყე და ცრურწმენა”,“გრძნობა და მგრძნობელობა” და “ნორთენგერის სააბატო”.

ჯეინს ძალიან უყვარდა ცეკვა,რაც ნათლად ჩანს მის ნაწარმოებებშიც.ის ესწრებოდა ბალებს სხვადასხვა სახლებში მეზობლად.მას ძალიან უყვარდა თავისი ქალაქი და მეგობრები რომლებიც ჰყავდა.1801 წელს მისმა მშობლებმა განაცხადეს რომ შესაძლო იყო საცხოვრებლად სხვაგან გადასულიყვნენ.ჯეინი შოკში იყო ამ ამბის გაგების შემდეგ.ჯეინის მამამ სახლი ტავის ვაჟს დაუტოვა და თვითონ ცოლტან და ორ ქალიშვილთან ერთად ბატში გაემგზავრა.შემდეგი ოტხი წელი ძალიან ძნელი გამოდგა ჯეინისთის.მას არ მოსწონდა ქალაქის ხმაურიანი ქუჩები.1805 წელს,მამის სიკვდილის შემდეგ ოჯახი ფინანსურ კრიზისს განიცდიდა,ამას ისიც ემატებოდა რომ მამაკაცი რომელიც ჯეინს შეუყვარდა,დაიღუპა.ჯეინი თავს ძალიან ცუდათ გრძნობდა,თუმცა მოგვიანებით ის დათანხმდა ჰარის ბიგის შემოტავაზებას და მას ცოლად გაჰყვა.თუმცა მეორე დილით გაღვიძებულმა ყველაფერზე უარი განაცხადა და მიხვდა რომ ეს ყველაფერი სისულელე იყო.ჯეინი და კასანდრა საცხოვრებლად ჰენრისთან გადადიან.1811-1813 წლებში ჯეინი აქვეყნებს ტავის ნაწარმოებებს “სიამაყე და ცრურწმენა”-სა და “გრძნობა და მგრძნობელობა”-ს.1814 წელს გამოდის მისი ნაწარმოები ” მენსფილდის პარკი”.არც ერთ,სიცოცხლეშივე გამოქვეყნებულ წიგნს მისი სახელი და გვარი არ ეწერა.წიგნს ყოველთვის ასე აწერდა “By a Lady”.1816 წელს ჯეინმა ახალ წიგნზე დაიწყო მუშაობა,თუმცა ავადმყოფობამ მას ხელი შეუშალა.1817 წელს ჯეინის ჯანმრთელობა საგრძნობლად შეირყა.18 ივლისს,ის საკუთარი დის,კასანდრას ხელებში გარდაიცვალა.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s