ჯორჯ ორუელი

George Orwell

ერიკ არტურ ბლერი,ცნობილი როგორც ჯორჯ ორუელი დაიბადა 1903 წლის 25 ივნისს ბიჰარში,ინდოეთში.ერთი წლის ასაკსი საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა.ეტონის სკოლამდე,ერთ პატარა სკოლაში დადიოდა,ჰენლეიში.ორუელს ინსტიტუტში არ უვლია,მიზეზი მაღალი გადასახადი იყო.მოგვიანებით ჯორჯ ორუელი პოლიციაში იწყებს მუშაობას.1924 წელს მას აწინაურებენ.1927 წელს დაბრუნდა ინგლისში და დაიწყო წერა.1934 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი წიგნი ” ბურმისის დღეები”.პნეუმონიისგან დასუსტებულ ორუელს ცოტახნით წიგნის მაღაზიაში მოუწია მუშაობა.ესპანეთის ომში ჯორჯ ორუელი მოხალისედ ჩაეწერა.სნაიპერმა მას ტყვია კისერში მოარტყა და მძიმედ დაჭრა.ჯორჯი ინგლისში ახალ ცოლთან ერთად ეილინთან ერთად დაბრუნდა.

1944 წელს მისი ნაწარმოები “ცხოველების ფერმა” მზად იყო გამოსაცემად,თუმცა ბევრა რედაქტორმა მის გამოქვეყნებაზე უარი განაცხადა,მათ ეშინოდათ.ისინი თვლიდნენ რომ ეს ერთგვარი თავდასხმა იყო საბჭოთა მოკავშირეებზე,ბევრი წვალების მიუხედავად 1945 წელს “ცხოველების ფერმა” გამოიცა და დიდი აღიარებაც მოუტანა ჯორჯ ორუელს.

1945 წლის მარტში მისი ცოლი გარდაიცვალა.მისი გარდაცვალების შემდეგ წლებში ორუელმა 130-მდე სტატია გამოაქვეყნა,რომელსაც მოჰყვა მისი შეუდარებელი ნაწარმოები “1984”,რომელიც 1949 წელს გამოქვეყნდა.ამ პერიოდში ორუელს უკვე საკმაოდ დაუქვეითდა ჯანმრთელობა.1949 წლის ოქტომბერში,საავადმყოფოში ყოფნის დრო გაიცნო სონია ბრონველი,რომელიც ცოლად მოიყვანა.საახალწლოდ ჯორჯ ორუელი თავს ძალიან სუსტად გრძნობდა,1950 წელს 46 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s