არტურ მილერი

Arthur Miller

ართურ მილერი დაიბადა 1915 წლის 17 ოქტომბერს.ითვლებოდა XX-საუკუნის ერთ-ერთ დიდ დრამატურგად.ასევე იყო ესეისტი და მწერალი.იყო ისიდორ და ავგუსტ მილერების ვაჟი.მილერების ოჯახმა სიმდიდრე 1920 წელს,დიდი დეპრესიის პერიოდში დაკარგეს,რის შემდეგაც განიცდიდნენ სხვა ოჯახების მსგავსად ეკონომიკურ კრიზისს.არტური ორი წელი საავტომობილო ნაწილების საწყობში მუშაობდა.შემოსავალი მთლიანად სწავლაში მიდიოდა.1934 წელს არტური მიჩიგანის უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა.1938 წელს ინსტიტუტი დაამთავრა.ამის შემდეგ არტური ინტერესდება თეატრით.მოგვიანებით იწყებს მუშაობას ისეთ პირებთან როგორებიც იყვნენ კლიფორდ ოდეტი და ელია კაზანი.1944 წელს გამოდის მისი პირველი პიესა “ადამიანი,რომელსაც ჰქონდა იღბალი”.შემდგომი პერიოდი,არტურმა ჟურნალისტად იმუშავა და სწორედ ამ პერიოდში შედგა ფეხი მწერლობაში.1947 წელს გამოდის მისი პირველი წიგნი.1940 წელს მილერმა ცოლად მოიყვანა მერი გრეისი.1956 წელს ცოლად მოჰყავს ცნობილი მსახიობი მერლინ მონრო.ისინი 1961 წელს ერთმანეთს დაშორდნენ.ხოლო მესამე ცოლი არტურმა 1962 წელს მოიყვანა,ფოტოჟურნალისტი ინგებორგ მორათი.მას ჰყავდა ოთხი შვილი ორი ქორწინებიდან.მერლინ მონროსთან მას  ბავშვი არ ჰყოლია.არტურ მილერი 2005 წლის 10 თებერვალს გარდაიცვალა.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s