ჰარუკი მურაკამი

Haruki Murakami

ჰარუკი მურაკამი დაიბადა 1949 წლის 12 იანვარს,კიოტოში,თუმცა მთელი ახალგაზრდობა კობესა და აშიაში გაატარა. მამა ბუდისტი მღვდლის შვილი იყო,დედა ოსაკელი ვაჭრის ქალიშვილი.მშობლები იაპონურ ლიტერატურას ასწავლიდან. ბავშვობიდან მურაკამი დასავლური კულტურის გავლენას განიცდის, განსაკუთრებით კი დასავლური მუსიკისა და ლიტერატურის. ის გაიზარდა ისეთ ამერიკელ მწერალთა ნაწარმოებებზე, როგორებიც იყვნენ კურტ ვონეგუტი და რიჩარდ ბრაუტიგანი, რის გამოც ხშირად გამოიკვეთება მის თანამემამულეთაგან დასავლური ზეგავლენით. იაპონური ლიტერატურა ხშირად ხაზს უსვამს ენის სილამაზეს, რამაც შესაძლოა კომპოზიცია შეზღუდოს, მაშინ როცა მურაკამის სტილი შედარებით თავისუფალი და სხარტია. მურაკამი თეატრალურ ხელოვნებას სწავლობდა ვასედას უნივერსიტეტში ტოკიოში, სადაც მის მომავალ მეუღლეს, იოკოს, შეხვდა. პირველი სამსახური აუდიოდისკების მაღაზიაში დაიწყო, სადაც მისი ერთ-ერთი უმთავრესი გმირი, ტორუ ვატანაბე (ნორვეგიული ტყე), მუშაობს. სწავლის დამთავრების შემდეგ მურაკამიმ ჯაზ-ბარი „Peter Cat“ გახსნა კოკობუნძიში, ტოკიოში, რომელიც 1974-82 წლებში ჰქონდა. მის რომანთა უმრავლესობას მუსიკალური თემა აქვს და სათაურები გარკვეულ სიმღერას მიუთითებს.

ვირთხის ტრილოგია

ჰარუკი მურაკამმა ფანტასტიკური ჟანრის წიგნების წერა 29 წლის ასაკში დაიწყო.სანამ წერას დაიწყებდა მან თქვა:

“მე არაფერი დამიწერია.უბრალოდ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი.დავდიოდი ჯაზის კლუბში და არც არაფერი შემიქმნია.”

პირველი წიგნის დაწერის იდეა,ტელევიზორში ბეისბოლის ყურებისას მოუვიდა.”მოისმინე ქარის სიმღერა” რამდენიმე თვეში დაიწერა.სწორედ წიგნის წარმატებულობა გახდა ტრილოგიის მეორე ნაწილის “პინბოლი,1973″-ის დაწერა.1982 წელს კი გამოდის ტრილოგიის ბოლო ნაწილი”ნადირობა ცხვარზე”.სამივე ნაწილში მთავარი პერსონაჟები მთხრობელი,მისი მეგობარი და “ვირთხა” არიან.

ტრილოგიის მესამე ნაწილზე ჰარუკი მურაკამმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“ეს არის წიგნი,რომლის წერისას მე განცდის გრძნობა დამეუფლა,სიხარულით ვყვებოდი მოგონილ ამბავს.როდესაც კითხულობ კარგ წიგნს,შენ უბრალოდ კითხულობ.როდესაც ვწერ კარგ წიგნს,მე უბრალოდ ვწერ.”

ვირთხის ტრილოგია შედგება სამი ნაწილისგან:

1.მოისმინე ქარის სიმღერა.

2.პინბოლი,1973.

3.ნადირობა ცხვარზე.


Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s