მიშელ უელბეკი

Michel Houelebecq


მიშელ უელბეკი დაიბადა 1958 წლის 26 თებერვალს,რეუნიონში,საფრანგეთში.უელბეკის მამა მთასვლელი,ხოლო დედა ანესთეზიოლოგია.მიშელი თავიდან დედის მშობლებთან ერტად ალჟირში იზრდებოდა,მოგვიანებით მასზე მზრუნველობა მამის მშობლებმა აიღეს,სწორედ ბებიის გვარი გამოიყენა შემდგომში ფსევდონიმად.1975 წელს დაამთავრა ლიცეუმი და ჩაირიცხა პარი-გრინიონის ეროვნულ აგრონომიულ ინსტიტუტში,სადაც მოგვიანებით დააარსა სალიტერატურო ჟურნალი “კარამაზოვი”.ამ ჟურნალშივე აქვეყნებს ტავის რამდენიმე ლექსს.1978 წელს იგი აგრონომის დიპლომს იღებს. ამის შემდეგ მიშელი სწავლას განაგრძობს ლუი ლუმიერის ეროვნულ უმაღლეს სკოლაში, კინემატოგრაფიის სექციაზე, რომელსაც წარმატებით ამთავრებს 1981 წელს.ამავე წელს შეეძინა ვაჟი,ეტიენი.რამდენიმე წლის უმუსევრობამ,მეუღლესთან განქორწინებამ ღრმა დეპრესიაში ჩააგდო.1983 წლიდან ინფორმატიკოსის კარიერას იწყებს, შემდეგ, სამი წლის მანძილზე სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობს. ამ პერიოდს აღწერს იგი თავის რომანში ბრძოლის სფეროს გაფართოება. 1991 წელს გამოდის მიშელ უელბეკის ორი პოეტური კრებული, რომლებსაც არანაირი წარმატება არ მოჰყვება.პირველი რომანი, ბრძოლის სფეროს გაფართოება, რომელიც თავიდან ბევრმა გამომცემელმა დაიწუნა, 1994 წელს გამოიცა და უდიდესი წარმატება ჰხვდა წილად, განსაკუთრებით ახალ თაობაში. 1999 წელს საფრანგეთში, ფილიპ ჰარელის მიერ რომანი ფილმად იქნა გადაღებული, ხოლო 2000 წელს დანიაში ჟან ალბინუსმა მისი სატელევიზიო დადგმა განახორციელა.
უელბეკის მომდევნო რომანმა, ელემენტარული ნაწილაკები, დიდი სკანდალი გამოიწვია. ნაწარმოებში გატარებული “საეჭვო აზრების” გამო უელბეკი გარიცხულ იქნა პერპენდიკულართა წრიდან. თუმცა ამ აურზაურმა უელბეკის პოპულარობა უფრო გააძლიერა. რომანი დაჯილდოვებულ იქნა ნოემბრის პრემიით.
2005 წელს გამოდის უელბეკის ახალი რომანი, კუნძულის შესაძლებლობა და ინტერალიეს პრემიას იღებს.
უელბეკს ჩაწერილი აქვს სიმღერების ალბომიც, ადამიანური არსებობა და არის ესეების ავტორიც.2002 წლის 17 სექტემბერს ჟურნალში Lire გამაოქვეყნებული მისი ინტერვიუს გამო რამდენიმე ისლამურმა საზოგადოებამ და მათ შორის პარიზის მეჩეთის წინამძღოლმა უელბეკი დაადანაშაულა ისლამოფობიასა და რასიზმში. მართალია, პარიზის ინტელექტუალური საზოგადოების თანადგომისა და მისი პირადი ადვოკატის წყალობით მწერალს ბრალი მოეხსნა, მაგრამ ამ ფაქტის შემდეგ უელბეკმა დატოვა საფრანგეთი და ამჟამად ესპანეთში ცხოვრობს.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s