ემილ ზოლა

Émile François Zola

ემილ ზოლა დაიბადა 1840 წლის 2 აპრილს,იტალიურ-ფრანგული წარმომავლობის ოჯახში.მამამისი იტალიელი ინჟინერი, „ექსის“ წყალგაყვანილობის სისტემაში მუშაობდა. ზოლამ ბავშვობა ექს-ან-პროვანსში გაატარა, სადაც იგი მხატვარ სეზანს დაუმეგობრდა. ბუნებით რომანტიკოსი ემილი ბავშვობიდანვე ლექსებს წერდა. შვიდი წლისაც არ იყო, მამა რომ გარდაეცვალა და ოჯახი უსახსროდ დარჩა.

1858 წელს დედამისი საცხოვრებლად პარიზში გადავიდა. ემილი პარიზისა და მარსელის ლიცეუმში სწავლობდა, პარიზში უსახსროდ დარჩენილი ყმაწვილი იძულებული იყო თავშესაფარში ეცხოვრა, რომელიც სავსე იყო ქურდებით, მაწანწალებითა და მეძავებით. იგი საშინელ სიღარიბეში იმყოფებოდა. ზოლა საშუალო ტანის, წვერიანი, ძალიან მგრძნობიარე მამაკაცი იყო, რომელსაც სახეზე მუდმივი მელანქოლია აღბეჭდვოდა. ახლომხედველი ზოლა ცოტა ენასაც უკიდებდა, თუმცა მშვენიერი ტენორი გახლდათ. მან იცოდა ჭამის “ფასი”. 40 წლისა 100 კილოგრამს იწონიდა. 1887 წლიდან მკაცრი დიეტის დაცვით, მან გახდომა მოახერხა.

ახალგაზრდობაში ემილ ზოლას შეუყვარდა ლუიზა სოლიარი, თავისი მეგობრის და. თავშესაფარში გატარებულმა წლებმა ზოლას ქალებთან ურთიერთობა ასწავლა 25 წლისა გატაცებული იყო ალექსანდრა მელით, რომელიც მასზე ერთი წლით უფროსი იყო.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s