სტივენ კინგი

Stephen King

სტივენ კინგი დაიბადა 1947 წლის 21 სექტემბერს,პორტლენდში,დონალდ ედვინ კინგისა და ნელი რუთ პილსბურის ოჯახში. როდესაც კინგი ორი წლის იყო, მამამისი სახლიდან სიგარეტის საყიდლად გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა. მარტოხელა დედას სტივენისა და მისი უფროსი აყვანილი ძმის გაზრდა მარტოს მოუხდა. დონალდის ბედი მას აქეთ არც გარკვეულა. ოჯახი ერთი პერიოდი დიდ ფინანსურ გაჭირვებას განიცდიდა. კინგს თავისი ბავშვობის წლები აღწერილი აქვს როგორც უცოდველობის პერიოდი. ოჯახი ვისკონსისნის შტატში, დაბა ეუსტ დე პერში გადავიდა, ამის შემდგომ, ინდიანაში, ფორტ უეინში დასახლდნენ, და ბოლოს, სტრადფორდში, კონექტიკუტის შტატი. როდესაც სტივენი 11 წლის იყო, ოჯახი უკან, მენში დაბრუნდა და ნელისაც მშობლების მოვლა მოუწია მათ გარდაცვალებამდე. შემდგომ ნელი ადგილობრივ დაწესებულებაში იწყებს მუშაობას გონებრივად ჩამორჩენილთათვის საკვების დამტარებლად.

ბავშვობაში კინგი მეგობრის ტრაგიკულ სიკვდილს შეესწრო, როდესაც ამ უკანასკნელს მატარებელმა გადაუარა. ამის შესახებ სტივენს მეტიც აღარაფერი ახსოვს. როგორც ოჯახი იხსენებს, სტივენი და დაღუპული ბიჭი ერთად გავიდნენ სახლიდან სათამაშოდ, მოკლე ხანში კი სტივენი ენაჩავარდნილი და შოკირებული დაბრუნდა შინ. ოჯახმა ბიჭის დაღუპვის ამბავი მოგვიანებითღა შეიტყო. ზოგიერთი კომენტატორი სწორედ ამ შემთხვევას უკავშირებს კინგის წყვდიადისეული და ჩახლართული ლიტარატურული ქმნილებების შექმნის იდეას. თავად კინგი ამ მოსაზრებას კატეგორიულად უარჰყოფს.

კინგმა მწერლის კარიერა 1959 წელს დაიწყო, წოდესაც უფროს ძმასთან ერთად , ადგილობრივი, საქალაქო გაზეთის გამოცემა დაიწყო. 1952 წელს მან 18 მოთხრობისგან შემდგარი კრებული გამოუშვა სახელწოდებით „ხალხი, ადგილები და რამეები—ტომ!“

ერთი წლის თავზე გამოიცა წიგნის მეორე ნაწილი „ვარსკვლავური დამპყრობნი“

1966 წელს კინგმა საშუალო სკოლა დაამტავრა და მენის უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც მომავალი მეუღლე — ტაბიტა სპრიუსი გაიცნო. 1970 წელს მან უნივერსიტეტი ბაკალავრის ხარისხით დაასრულა. სამხედრო სამსახურისთვის ის დაიწუნეს. პირველი ხანები ოჯახს ფინანსურად უჭირდა, რადგან მხოლოდ კინგის ხელფასზე ცხოვრობდნენ, რომელსაც ის სამრეცხაოში იღებდა. კინგს ცოტაოდენი შემოსავალი პრესაში დაბეჭდილი მოთხრობებიდანაც ჰქონდა. იმ ხანებში მათ ვაჟი და ქალიშვილი შეეძინათ.

1971 წლის შემოდგომაზე კინგმა შტატ მენის ქალაქ ჰემფდენის სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. მეუღლემ იმხანად სანაგვე კალათში რომან „კერის“ ნაწერები იპოვა, რომელიც კინგს წარუმატებლად მიეჩნია და გადაეგდო, და ქმარი აიძულა ნაწარმოები დაესრულებინა.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s