ხულიო კორტასარი

Julio Cortázar

ხულიო კორტასარი დაიბადა 1914 წლის 26 აგვისტოს, ბრიუსელში, სადაც მისი მშობლები მამის მივლინების დროს იმყოფებოდნენ. როგორც თავად აღნიშნავდა ეს იყო “ტურიზმისა და დიპლომატიის ნაყოფი”.

1914 წელს დაიწყო პირველი მსოფლიო ომი და შექმნილი ვითარების გამო ოჯახი იძულებული გახდა 1918 წელს არგენტინაში დაბრუნებულიყო. მამამ ოჯახი ევროპიდან დაბრუნების შემდეგ მალევე მიატოვა, ხულიომ ბავშვობა ბუენოს-აირესის მახლობელ ბამფილდში გაატარა. გაიზარდა ქალთა გარემოცვაში (დედასთან, დეიდასთან, ბებიასთან და მასზე ერთი წლით უმცროს დასთან ერთად), ამ გარემოებამ ძლიერი ზეგავლენა იქონია მისი მომავალი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე, მან არაერთხელ გაიბრძოლა გაბატონებული მატრიარქატის წინააღმდეგ.

წერა 9 წლის ასაკში დაიწყო. დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ სწავლა მასწავლებელთა საშუალო სკოლაში გააგრძელა (Escuela Normal de Profesores Mariano Acosta). 1932 წელს მიიღო ლიტერატურის მასწავლების სტატუსი. მასწავლებლად მუშაობდა Saladillo, Bolívar y Chivilcoy. 1935 წელს უმაღლესი განათლების მისაღებად ჩააბარა ბუენოს-აირესის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, სადაც ეკონომიკური პრობლემების გამო მხოლოდ ორი წელი შეძლო სწავლა. თავდაპირველად ხულიო თავის ნაშრომებს “ხულიო დენისი”-ის ფსევდონიმით აქვეყნებდა. 1951 წელს, მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო, იძულებული გახდა გასცლოდა ხუან პერონის მმართველობის ქვეშ მოქცეულ არგენტინას და პარიზში ეპოვა ნავსაყუდელი. საფრანგეთში იუნესკოს დამოუკიდებელ თარჯიმნად მუშაობდა, რაც საშუალებას აძლევდა თავისი ლიტერატურული მოღვაწეობისათვის დაეთმო დრო და ემოგზაურა. 1953 იქორწინა აურორა ბერნარდესზე და მთარგმნელობით საქმიანობას მიჰყო ხელი. მნიშვნელოვანოა მის მიერ შეტანილი წვლილი ამ სფეროში. ედგარ ალან პოს კორტასარისეული თარგმანი საუკეთესოდ არის მიჩნეული. მისი ყველაზე აღიარებული ნაშრომია “კლასობანა”, წიგნის წაკითხვა შეიძლება ავტორის მიერ შემოთავაზებული თავების ნუსხის ან თქვენი ნება-სურვილის მიხედვით.

არგენტინელი მწერალი და მოაზროვნე,სიურეალიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი,ხულიო კორტასარი გარადიცვალა 1984 წლის 12 თებერვალს.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s