ჯორჯ ჰენდრიკ ბრეიტნერი

George Hendrik Breitner

ჯორჯ ჰენდრიკ ბრეიტნერი დაიბადა 1857 წლის 12 სექტემბერს,როტერდამში.1876–1880წწ. სწავლობდა ჰააგას სამხატვრო აკადემიაში.სწორედ აქ აღმოაჩინეს მისი ექსტრაორდინალური ნიჭი.1878 წლის ოქტომბრიდან 1879 წლის აპრილამდე მუშაობდა მასწავლებლად.1880-1881 წლებში მუშაობდა ცნობილ პანორამა მესდაგში,ჰენდრიკ მესდაგთან ერთად.

1882 წელს იგი ხვდება და მუშაობს ვინსენტ ვან გოგთან ერთად.თუმცა შემდგომში მათი ურთიერთობა იძაბება.ვან გოგის გარდაცვალების შემდეგ,პრეიტნერი წერს:

“მე ვერაფერს ვიზამ,ჩემთვის მისი ხელოვნება ესკიმოსებისას ჰგავს.მისი ნახატები სიამოვნებას არ მანიჭებს.იგრძნობა სიუხეშე და ზიზღი,და რაც ყველაზე საშინელია მას ეს გადმოღებული აქვს მილესგან და სხვ.”

ჯორჯი უპირატესობას,დაბალი წრის ხალხის,ხატვას ანიჭებდა.ჯორჯი ასევე იყო,ცნობილი გერმანული ლიტერატურის კლუბის,”ოთხმოციანელების” წევრი.კლუბის წევრები იმპრესიონიზმსა და ნატურალიზმს უპირისპირებდნენ რომანტიზმს.ჯორჯმა თავისი თავი დაახასიათა როგორც ქალაქისა და ადამიანების მხატვარი.1890 წელს ინტერესდება ფოტოგრაფიით.განსაკუთრებით დიდი მონდომებით იღებს ქალაქის ქუჩებს.ბრეიტნერი ასევე ხატავდა შიშველ მანდილოსნებს,თუმცა რემბრანტის მსაგვსად ისიც ზუსტად ასახავდა ნატურას და არ ცდილობდა რაიმე სახის სილამაზე წარმოეჩინა.1901 წელს ბრეიტნერი უკვე ერთ-ერთ ცნობილ ჰოლანდიელი მხატვარი იყო.ბოლო წლებში ჯორჯი ძალიან ბევრს მოგზაურობდა და აწყობდა გამოფენებს სხვადასხვა ქალაქებში.მაგ. პარიზში,ლონდონში,გერმანიაში და სხვ.1909 წელს გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში.1905-1910 წლებში გაჩნდა ახალი მიმდინარეობა პუანტილიზმი,რომელსაც სხვა ქვეყნებიდან მოჰყვა კუბიზმი,ეხსპრესიონიზმი,ფუტურიზმი – ბრეიტნერის ერთფეროვანი კარიერა კი აქ დასრულდა.ბრეიტნერს ჰყავდა მხოლოდ ორი მოწაფე,კიის მაკსი და მერი მაკკენზი.1923 წლის 5 ივნისს ბრეიტნერი,ამსტერდამში,გარდაიცვალა.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s