ზელდა ფიცჯერალდი

Zelda Fitzgerald

ზელდა ფიცჯერალდი დაიბადა 1900 წლის 24 ივლისს ალაბამაში.პატარაობიდანვე ძალიან აქტიური იყო,დადიოდა ბალეტზე,უყვარდა გარეთ,ბუნებაში გასვლები.1914 წელს შევიდა სიდნეი ლაინერის კერძო სკოლაში.ამ დროისთვის ზელდა ისევ დადის ბალეტზე,იწყებს სმას,სიგარეტის მოწევას და ბიჭებთან დროის გატარებას.მისი ერთ-ერთი გამოსვლის შემდეგ სტატიაში დაწერეს,რომ ის მხოლოდ ბიჭებით და ცურვით იყო დაინტერესებული.ზელდას ყოველთვის უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა,ამიტომ ცდილობდა რაც შეიძლება მოტმასნილი საცურაო კოსტიუმით გამოჩენილიყო,რადგან ეთქვათ მასზე,რომ თითქმის შიშველი ბანაობდა.ამით მამის რეპუტაცია საგრძნობლად ილახებოდა,მაგრამ ზელდამ შემდეგი სიტყვებით მიმართა საზოგადოებას,სკოლის დამთავრებისას:

“რატომ უნდა ვიმუშაოთ მთელი ცხოვრების განმავლობაში,როცა შეგვიძლია სესხის აღება?

მოდით ვიფიქროთ მხოლოდ დღევანდელ დღეზე,და არ ვიღელვოთ ხვალინდელზე.”

შემდეგ ზელდა იცნობს მწერალ სკოტ ფიცჯერალდს,რომელიც ყოველდღე ურეკავს და თავისუფალ დღეებში მონტგომერში ჩადის.მათი ურთიერთობა სიყვარულში იზრდება.მიუხედავად იმისა,რომ ზელდას ოჯახს არ მოსწონს სკოტი,1920 წლის მარტში ისინი მაინც ინიშნებიან.სცოტის პირველმა წიგნა დიდი აღიარება მოიპოვა,წყვილი ნიუ-იორკში გადადის საცხოვრებლად,სადაც ძალიან ცნობილი სახეები ხდებიან.ასევე ყურადღებას იქცევდა მათი გიჟური საქციელები.ალკოჰოლი მათი ცხოვრების ნაწილი იყო.1921 წელს,ვალენტინობის დღეს,როდესაც სკოტი თავის მეორე ნაწარმოებზე მუშაობდა,ზელდამ აღმოაჩინა,რომ ფეხმძიმედ იყო.წყვილს შეეძინა გოგო,რომელიც მამამ პროტოტიპად გამოყენა თავის წიგნში “დიდი გეტსბი”.მოგვიანებით ზელდაც წერას იწყებს,ჰყიდის რამდენიმე მოთხრობების კრებულს,ესეებს.1924 წლის აპრილში წყვილი პარიზში გადადის.აქ ზელდა იცნობს ფრანგ პილოტ ედუარდ ჯოზანს,რომელთანაც ძალიან დიდ დროს ატარებს.ექვსი თვის მერე ზელდა განქორწინებას ითხოვს.სკოტი ცოლს სახლში კეტავს და ედუარდის საძებნელად მიდის,თუმცა ედუარდი იმ საღამოსვე უჩინარდება.ჩხუბის შემდეგ,ფიცჯერალდები ისევ ცოლ-ქმრად რჩებიან.მაგრამ სექტემბერში ზელდა დიდი დოზით დამაძინებელ აბებს ყლაპავს.თუმცა,ამ ინციდენტზე მოგვიანებით არ ლაპარაკობენ.მოგზაურობას აგრძელებენ,მიდიან რომში,სადაც ზელდა იწყებს ხატვას.1925 წელს წყვილი ისევ პარიზში ბრუნდება,სადაც სკოტი იცნობს ერნესტ ჰემინგუეის.ისინი ძალიან ახლო მეგობრები ხდებიან.ზელდა და ჰემინგუეი კი ერთმანეთს ვერ ეწყობიან.ერნესტ ჰემინგუეიმ წარუდგინა ფიცჯერალდების წყვილი “დაკარგულ თაობას”(ეს წრე ერნესტ ჰემინგუეიმ გერტრუდ სტეინტან ერთად ჩამოაყალიბა).ყველაზე სერიოზული განხეთქილება მოხდა მაშინ,როდესაც ზელდამ ფიცჯერალდს ჰომოსექსუალობა დააბრალა.მას ეგონა,რომ ჰემინგუეისთან სექსუალური კავშირი ჰქონდა მის ქმარს.სკოტმა ამის დამტკიცება პროსტიტუციის გზით შეძლო.ეჭვიანობას ბოლო მოეღო,თუმცა მოგვიანებით ზელდამ კიბეებიდან თავი დაიგორა,რადგან სკოტი ელაპარაკებოდა ისადორა დუნკანს და მას საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას.

ოჯახში დაძაბულობამ იმატა.სკოტი წყნარად მუშაობას ვეღარ ახერხებდა,რადგან ზელდა გამუდმებით ხელს უშლიდა.ამას დაემატა ის რომ გახდა ალკოჰოლიკი.ზელდას არაეთიკური ქცევები უკვე აუტანელი ხდებოდა.წყვილი ურთიერთობაში პროგრესს ვერ ამჩნევდა.

1930 წლის აპრილში,ზელდა მოათავსეს საფრანგეთის სანატორიუმში.რამდენიმე თვის შემდეგ,ევროპელმა ფსიქიატრმა ზელდა ფიცჯერალდს დაუდგინა დაავადება – შიზორენია.1931 წელს ერთწლიანი მკურნალობის შემდეგ ზელდა ფსიქიატრიულიდან გამოდის.წყვილი მონტგომერში ბრუნდება.ზელდას მამა ამავე წელს გარდაიცვალა.სკოტი ჰოლივუდში გადადის საცხოვრებლად.ზელდა კი ისევ კლინიკაში აგრძელებს ცხოვრებას,სადაც იწყებს წერას.ექვსკვირიანი კურსის დასრულების შემდეგ აგზავნის რომანს,სკოტის რედაქტორთან.სკოტი განრისხებით შეხვდა ცოლის ნამუშევარს,რადგან თვითონ უკვე ერთი წელია,იგივე სიუჟეტის წიგნზე მუშაობდა.ზელდას წიგნი ავტობიოგრაფიული იყო.სკოტმა მოითხოვა გარკვეული დეტალების ამოღება,თუმცა რედაქტორმა ისე დატოვა როგორც იყო და წიგნი დაბეჭდა,რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია.

1940 წლის 21 დეკემბერს სკოტ ფიცჯერალდი გარდაიცვალა.

1948 წლის 10 მარტს,საავადმყოფოს სამზარეულოში ცეცხლი გაჩნდა.ზელდა თავის პალატაში იყო შოკურითერაპიის მოლოდინში.ცეცხლი ხის იატაკს სწრაფად მოედო და 9 ქალის სიცოცხლე შეიწირა.მათ შორის იყო ზელდა ფიცჯერალდი.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s