რენე მაგრიტი

Rene Magritte

რენე მაგრიტი დაიბადა 1898 წლის 21 ნოემბერს ბელგიაში.ბავშვობის წლები გაატარა ქალაქ შარლერუაში.მისი ცხოვრება საკმაოდ რთულად წარიმართა.1912 წელს დედამისმა თავი დაიხრჩო მდინარე ცამბერში.მაგრიტმა ორი წელი ბრიუსელის ხელოვნების აკადემიაში ისწავლა.1918 წელს რენემ აკადემია დატოვა.ამავე წელს გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე ჟორჟეტა ბერგერი,რომელთანაც 1922 ელს იქორწინა და რომელთანაც 1967 წლამდე იცხოვრა.1926 წლამდე რენე მუშაობდა აფიშების და რეკლამების მხატვრად,ქაღალდის ქარხანაში.მოგვიანებით ბრიუსელის გალერეამ “სენტომ” უფლება მისცა მთლიანად მხატვრობაში ჩაფლულიყო.ამავე წელს რენე მაგრიტი ქმნის თავის პირველ სიურალისტურ ნამუშევარს სახელწოდებით ” დაკარგული ჟოკეი”.1927 წელს აწყობს პირველ გამოფენას,რომელიც სამწუხაროდ მარცხით მტავრდება.კრიტიკოსები მას წარუმატებლად თვლიან.რენე ტავის ცოლთან ერთად პარიზში გადადის საცხოვრებლად.აქ იცნობს ანდრე ბრეტონს და შეიდ მის სიურელისტურ წრეში.ამ გაერთიანებაში მაგრიტმა არ დაკარგა თავისი ინდივიდუალურობა,მაგრამ შეძლო,ახალი,თავისი სტილი ჩამოეყალიბებინა.მხატვარს არ ეშინოდა შეკაჰმათებოდა სხვა სიურეალისტებს: მაგალითად, მაგრიტი უარყოფითადიყო განწყობილი ფსიქოანალიზთან, მართლაც, მისი შემოქმედება არაა იმდენად ფსიქოლოგიური, რამდენადაც ფილოსოფიურ-პოეტური, ასევე ინტელექტუალური.გალერეა “სენტოსთან” კონტრაქტის გაუქმების შემდეგ მაგრიტი ბრუნდება ბრიუსელში და კვლავ იწყებს მუშაობას რეკლამასთან, შემდეგ კი ძმასთან ერთად ხსნის სააგენტოს, რომელიც მათ სტაბილურ შემოსავალს აძლევს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მაგრიტი ცვლის თავისი ნახატების ფერს და სტილს, უახლოვდება რენუარის სტილისტიკას: მხატვარი თვლის უმთავრესად ხალხისთვის იმედის მიცემას.თუმცაღა ომის შემდეგ მაგრიტი წყვეტს ასეთ მზიან ფერებში წერას და უბრუნდება თავისი ომამდელი ნახატების სტილს და საერთო აღიარებას აღწევს.

მაგრიტი გარდაიცვალა სიმსივნისგან 1967 წლის 15 აგვისტოს, დატოვა დაუმთავრებელი ახალი ვარიანტი თავისი, შესაძლოა, ყველაზე ცნობილი ნახატისა “სინათლის იმპერია”.

 

 

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s