“დადა”

DADA

მარსელ დუშამი, “შადრევანი” (1917).”რ.მუტი” პისუარის დამამზადებლის სახელია.(წარწერა დუშამს ეკუთვნის.)

“დადა” I მსოფლიო ომის დრო წარმოქმნილი მოძრაობაა.მისი წევრები უჩვეულო,ხშირად შოკისმომგვრელ სურათებს ქმნიდნენ,რომლებითაც პროტესტს გამოთქვამდნენ ომისა და იმდროინდელი საზოგადოების მდგომარეობის წინააღმდეგ,ასევე  ხასიათდება ყოველგვარი იდეოლოგიური, არტისტული თუ პოლიტიკური პირობითობების უარყოფით.ჩამოყალიბდა 1916-1922 წლებში.სახელი(ფრანგულად – “სათამაშო ცხენი”) შემთხვევითაა აღებული ლექსიკონიდან.დადაისტური მიმდინარეობა წარმოიშვა ციურიხში, 1916 წელს, I მსოფლიო ომში მონაწილე ქვეყნების ემიგრანტ ინტელიგენციაში. ტრისტან ცარას ირგვლივ შეკრებილი ახალგაზრდა ხელოვანების წრეში.

დადაისტებისთვის ომი არ არის ამბოხის მისაღები ფორმა. პირიქით, მათ სძულთ იგი, როგორც დასავლური ცივილიზაციის კრახის მიზეზი. ისინი მხარს უჭერენ ფილოსოფიურ და ესთეტიკურამბოხს. 1918 წელს გამოდის ცარას მანიფესტი, რომელშიც უარყოფილია ყოველგვარი ორაზროვანი ხელოვნება და ხაზი აქვს გასმული დადაიზმის რევოლუციურ ხასიათს. ცარას აზრით საჭიროა დესტრუქციული, ნეგატიური სამუშაოების ჩატარება, დასუფთავება. დადაიზმი არავითარ თეორიას არ ეყრდნობა და მხოლოდ პროტესტია. დადაიზმის პოზიცია ყველაფრის უარყოფაა: პოლიტიკური ანგაჟირების, ისტორიული მოვლენების. სძულთ არსებული ბურჟუაზიული საზოგადოება და ეწინააღმდეგებიან ყველაფერს, რაც მას ახასიათებს: პირობითობებს,კულტურას, განსაკუთრებით კი ესთეტიკურ ნორმებს.დადაისტური დრამატურგია აგებულია სკანდალზე და ეფუძნება პუბლიკაში აგრესიის გამოწვევას. ამის მაგალითია ბრეტონისა და სუპოს სკეტჩები. და ცარას კოლაჟები.

დადაიზმის ემბლემად იქცა ისეთი „ხელოვნების ნიმუშები“, როგორიცაა მარსელ დიუშანის ღამის ქოთანი და პიკაბიას პაროდიული მექანიზმები. ეს მიმდინარეობა ფართოდ უხსნის კარსქვეცნობიერს და ამით გზას უთმობს სიურრეალიზმს.

უკანა რიგი: მან რეი,ჟან არპი,ივს ტანგი და ანდრე ბრეტონი.

წინა რიგი: ტრისტან ცარა,სალვადორ დალი,პოლ ელუარი,მაქს ერნსტი და რენე კრეველი.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s