ედვარდ მუნქი

Edvard Munch

ედვარდ მუნქი დაიბადა 1863 წლის 12 დეკემბერს ლეტენში.ედვარდმა ბავშვობა ოსლოში გაატარა. მამა,ქრისტიან მუნქი – იყო ღრმადმორწმუნე სამხედრო ექიმი,მოკრძალებული შემოსავლით. 44 წლის ასაკში იქორწინა ვაჭრის ქალიშვილზე, რომელიც მასზე 20 წლით უმცროსი იყო და რომელიც 33 წლის ასაკში ტუბერკულოზით გარდაიცვალა. ედვარდი ამ დროს ხუთი წლის იყო. თავად ედვარდსაც სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა. მისი უფროსი და სოფიაც ტუბერკულოზის მსხვერპლი გახდა. ედვარდის უმცროსი და ლაურა კი “მელანქოლიის” ( დღეს დეპრესიის) გამო მკურნალობდა. ხუთი და-ძმისგან მხოლოდ ედვარდის ძმამ ანდრეასმა იქორწინა. იგი ქორწინებიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა.

მუნკის ყველაზე ცნობილი ნამუშევარია “კივილი”.თავდაპირველად ტილოს „სასოწარკვეთილება“ ერქვა. ამ სურათზე გამოსახული საშინელების სახე, რომელსაც მუნკი მთელი ცხოვრება ჰქმნიდა, დღესდღეობით კონცეპტუალური ხელოვნების სიმბოლოა.

2004 წლის 22 აგვისტოს,ოსლოში მდებარე ნაციონალური გალერეიდან,შეიარაღებულმა პირებმა მუნკის ორი ცნობილი ტილო: „კივილი“ და „მადონა“ გაიტაცეს. 2006 წლის მაისში ძარცვაში სამ ბრალდებულს სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იმავე წლის აგვისტოში პოლიციამ ნამუშევრები იპოვნა.ორივე ტილო დაზიანდა: ნახატებზე ნაკაწრები და სინესტე აღმოაჩინეს,ტილოები ალაგ-ალაგ დაიხა კიდეც.მუზეუმის წარმომადგენლის განაცხადებით, „კივილის“ კუთხეში გაჩენილი ლაქის მოშორება შეუძლებელია, რადგან რესტავრატორებმა რაიმე შეუქცევადი სამუშაოს ჩატარება არ ისურვეს.

ექსპრესიონიზმს სათავე ედვარდ მუნქმა და ვინსენტ ვან გოგმა დაუდეს.ვან გოგს სწამდა,რომ ფერებით შეეძლო გრძნობების გადმოცემა.მუნქი კი ამბობდა,რომ სურდა თავისი ნახატებით ეჩვენებინა:

“ცოცხალი არსებები,რომლებიც სუნთქავენ,გრძნობენ,უყვართ და იტანჯებიან”.

1944 წლის 23 იანვარს,ედვარდ მუნქი,საკუთარ სახლში,ოსლოში გარდაიცვალა.

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s