მან რეი

Man Ray

მან რეი დაიბადა 1890 წლის 27 აგვისტოს.იყო ამერიკელი მოდერნისტი ხელოვანი,ძირითადად მოღვაწეობდა პარიზში,საფრანგეთში.მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი მიმდინარეობებში როგორებიცაა: დადაიზმი და სიურეალიზმი.ხელოვნების სამყაროში ყველაზე უკეთ ცნობილია მისი ავანგარდისტული ფოტოსურათებით, თუმცა საკუთარ თავს პირველ რიგში მხატვარს უწოდებდა.

1915 წელს მოეწყო მან რეის პირველი სოლო გამოფენა.

1913 წელს რეი შეხვდა თავის პირველ ცოლს, ადონ ლაკროიქსს.ნიუ იორკში ცხოვრების პერიოდში მის მეგობარ, მარსელ დიუშანთან ერთად, ის ცდილობს ჩამოაყალიბოს დადაიზმის ამერიკული განშტოება, მიმდინარეობის, რომელიც დაიწყო ევროპაში, როგორც ტრადიციული ხელოვნებიდან რადიკალური გადახვევა. რამდენიმე არასახარბიელო ცდის შემდეგ, მან რეიმ განაცხადა: “დადას არ შეუძლია ნიუ-იორკში ცხოვრება.”

1921 წლის ივლისში იგი საცხოვრებლად გადავიდა პარიზში, სადაც შეუყვარდა კიკი დე მონტპარნასე (ელის პრინი), მსახიობი და მოდელი. კიკი იყო მან რეის კომპანიონი მთელი 1920-იანი წლების განმავლობაში. ის გახდა რეის ყველაზე ცნობილი ფოტოგრაფიული გამოსახულების ობიექტი და იღებდა მონაწილეობას მის ექსპერიმენტალურ ფილმებში.

1929 წელს მან რეიმ გააბა რომანი სიურრეალისტ ფოტოგრაფთან, ლი მილერთან.

შონ არპის, მაქს ერნსტის, ანდრე მასონის, ჟოან მიროსა და პაბლო პიკასოსთან ერთად, მან რეი იყო წარდგენილი სიურეალისტების პირველ გამოფენაზე,პიერის გალერეაში, პარიზში 1925 წელს.

ლი მილერთან – თავის ასისტენტთან და საყვარელთან ერთად – მან რეიმ შექმნა ფოტოგრამების გამოყენების ტექნიკა, რომელსაც რეიგრაფები დაარქვა. მან რეიმ ასევე შექმნა ავანგარდული მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერია.

მოგვიანებით მან რეი დაბრუნდა აშშ-ში.საცხოვრებლად ლოს-ანჯელესი აირჩია(1940-1951წწ). ლოს ანჯელესში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, მან რეი შეხვდა ჯულიეტ ბროუნერს, მოცეკვავესა და ექსპერიმენტალურ მოდელს. მათ თითქმის მაშინვე დაიწყეს ერთად ცხოვრება და 1946 წელს იქორწინეს, მეგობრებთან მაქს ერნსტთან და დოროთი ტანინგთან ერთად.

1999 წელს ჟურნალმა “არტნიუსმა” მეოცე საუკუნის 25 ყველაზე ცნობილ მხატვართა შორის დაასახელა.

მან რეი გარდაიცვალა 1976 წლის 18 ნოემბერს.

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s