დემიენ ჰირსტი

Damien Hirst

 

ბრიტანელი ხელოვანი,დემიენ ჰირსტი დაიბადა 1965 წლის 7 ივნისს.კოლეჯში წასვლამდე ლიდში,ხელოვნების აკადემიაში,სწავლობდა.1986 წელს საცხოვრებლად გადადის ბრიტანეთში,სადაც ირიცხება გოლდსმიტის ხელოვნების კოლეჯში,რომელსაც შემდეგ1989 წელს წარმატებით ამთავრებს.დღესდღეობით ის ისევ აგრძელებს მუშაობას და ითვლება ყველაზე ძვირადღირებულ და  პოპულარულ მხატვარად – კონცეპტუალისტად.ის ასევე მნახველისთის შოკის მოგვრის უნარითაა ცნობილი,რაც დიდწილად ფორმალინში დაცული მკვდარი ცხოველებისგან შემდგარი ნამუშევრების შედეგია.

“სიკვდილის ფიზიკური შეუძლებლობა ცოცხალი ადამიანის გონებაში” ასე დაარქვა მან ჭურჭელს,რომელშიც ზვიგენის სხეული ინახება.ვიოლას ტრიპიქონის მსგავსად,ეს ნამუშევარიც იმაზე მეტყველებს,თუ როგორ უბრუნდება თანამედროვე ხელოვნება უძველეს კითხვებს,მათ შორის,იმ კითხვებს,რომლებიც სიკვდილ-სიცოცხლეს უკავშირდება.

ანტიკური ხანიდან რენესანსამდე მხატვრობა ყოველთვის გარდაცვლილთა უკვდავყოფის ერთ-ერთი საშუალება იყო.იმის მიუხედავად,რომ ჰერსტის ნამუშევარში ადამიანი კი არა,ცხოველია წარმოდგენილი,ისიც სიკვდილის თემას ეხმაურება.ზვიგენის დაცული სხეული მნახველს სიკვდილსა და სიცოცხლეზე დაფიქრებას აიძულებს.ამავე დროს,ის ცოცხალივითაა და ჭურჭელში ტივტივებს,თითქოს ცურავსო.ამის შედეგად,ძნელდება მისი აღქმა,რომ მკვდარ ზვიგენს ვუყურებთ,ეს კი გვიჩვენებს “სიკვდილის ფიზიკურ შეუძლებლობას ცოცხალი ადამიანი გონებაში”.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s