ჯონ სტეინბეკი

 John Ernst Steinbeck

ჯონ სტეინბეკი დაიბადა 1902 წლის 27 თებერვალს, ოლივ სტაინბეკის ოჯახში,კალიფორნიაში.ჰყავდა სამი და: ორი უფროსი და ერთი უმცროსი. მამამისი მონტერეის ოლქის ხაზინადარი იყო, დედამისი კი — მასწავლებელი.

1919 წელს ჩააბარა სტენფორდის უნივერსიტეტში, თუმცა 1925 წელს სწავლას შეეშვა და ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად,სადაც ყოველდღიურ მუშად მუშაობდა, მათ შორის მშენებლობაზეც, თუმცა პარალელურად თავისუფლი ჟურნალისტის სახით,საკუთარი წერის სტილს ამუშავებდა.იმედგაცრუებული,იმით, რომ ნიუ-იორკში გამომცემელი ვერ იპოვა,ისევ კალიფორნიაში ბრუნდება.

სტაინბეკის პირველი რომანი „ოქროს ფინჯანი“,გამოქვეყნებული 1929 წელს, წარუმატებელი გამოდგა. 1930 წელს ჯონი კეროლ ჰენინგზე ქორწინდება,წერას ისევ აგრძელებს, თუმცა მშობლების გაუარესებული ჯანმრთელობის გამო მთელი ყურადღება მათზე გადააქვს.დედა 1934 წელს, მამა კი 1935-ში გარდაეცვალა.

პირველი წარმატება სტაინბეკს რომანმა „ტორტილა ფლეტიმ“ მოუტანა, რომელმაც კალიფორნიის თანამეგობრობის კლუბის ოქროს მედალი მოიხვეჭა. ამბავი მონტერეიში ახალგაზრდა მამაკაცის თავგადასავალზე მოგვითხრობს,რომელიც ასევე დიდი დეპრესიის პერიოდში 1942 წელს კინოფილმად გადაიღეს.

პოლიტიკური შეხედულებები სულ უფრო გავლენიანი ხდებოდა სტაინბეკის ნაწარმოებებში. კეროლ ჰენინგი მარქსისტი იყო და მან სტაინბეკი სან-ფრანცისკოს რადიკალურ პოლიტიკურ შეხვედრებს დაასწრო. წყვილმა 1937 წელსსაბჭოთა კავშირი მოინახულა — ამერიკელ ლიბერალ ინტელექტუალთა ერთობლივი ვოიაჟი მსოფლიოს წამყვანი კომუნისტური ქვეყნის წარმატებების საკუთარი თვალით ხილვის იმედით. ჰენინგი მოგვიანებით აშშ-ის კომუნისტური პარტიის რეგისტრირებული წევრი ხდება, თავად სტაინბეკის წინააღმდეგობის მიუხედავად.

სტაინბეკი და ჰენინგი 1941 წელს განქორწინდნენ და სტაინბეკი ნიუ-იორკში გადადის გვენდოლინ კონგერთან. კონგერთან 1943 წელს იქორწინა და წყვილს ორი ვაჟი შეეძინა: თომას სტაინბეკი და ჯონ სტაინბეკ IV. კონგერი და სტაინბეკი 1949 წელს განქორწინდნენ.

მსახიობმა ევა გარდნერმა სტაინბეკს ელენ ანდერსონ სკოტი გააცნო წვეულებაზე, ვისთანაც მან 1950 წელს იქორწინა. წყვილს შვილები არ შესძენიათ.

კალიფორნიაში დაბრუნებული სტაინბეკი აღმაფრენას „კალიფორნიული რომანების“ წერაში ხედავს, რომელთა ძირითადი მოტივი დიდი დეპრესიის პერიოდის ჩვეულებრივ ადამიანთა ცხოვრებაა. მისმა სოციალურად დატვირთულმა რომანებმა სოფლის მშრომელთა მძიმე ტვირთზე უდიდესი კრიტიკული შეფასება მოიპოვა. „თაგვებსა და ადამიანებზე“ — ნოველა წყვილ ემიგრანტ მუშათა ოცნებაზე ემუშავათ კალიფორნიის მიწაზე განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა. ბროდვეის პროდიუსერმა სემ ჰარისმა სტაინბეკს სთხოვა ამ ნოველის სცენური ადაპტაცია დაეწერა, თუმცა სტაინბეკს ამგვარი გამოცდილება მანამდე არ ჰქონია. ჰარისმა დახმარება ასევე სთხოვა რეჟისორ ჯორჯ კაუფმანს, რომლის თანადგომითა და წაქეზებით სტაინბეკმა შესძლო ნოველის პიესად გადაკეთება. ბროდვეიზე დადგმულ სპექტაკლს მყისიერი წარმატება ხვდა წილად; მასში მონაწილებდნენ ბროდერიკ კროუფორდი „ლენის“ როლში და უოლას ფორდი, ლენის ბიძაშვილი და კომპანიონი „ჯორჯის“ როლში. სტაინბეკმა უარი თქვა სპექტაკლის პრემიერისთვის ნიუ-იორკში მგზავრობაზე, ვინაიდან მისი თქმით თავად ნაწარმოები იმდენად სრულყოფილი იყო, მისი ნებისმიერი სცენური შესრულება განწირული იყო გაწბილებისთვის. სპექტაკლი მალევე ჰოლივუდის ფილმისთვის გადაკეთდა, რომელშიც 1939 წელს „ლენის“ როლი ბრწყინვალედ შეასრულა ლონ ჩეინიმ, ხოლო „ჯორჯისა“ კი —ბურგეს მერედითმა. სტაინბეკს წარმატების ეს ტალღა თან გაჰყვა „მრისხანების მტევნებშიც“ (1939) — რომანი, რომელსაც საფუძვლად მისი სან-ფრანცისკოს გაზეთისთვის დაწერილი სტატიები დაედო, და რომელიც კრიტიკოსთა მიერ მის საუკეთესო ნამუშევრადაა აღიარებული. რომანმა პულიცერის პრემია დაიმსახურა 1940 წელს და იმავე წელს დაიდგა ჯონ ფორდის ფილმში, სადაც მთავარ როლს ჰენრი ფონდა ასრულებს.

„მრისხანების მტევნების“ წარმატება კრიტიკის გარეშე არ დარჩენილა. სტაინბეკის ლიბერალურმა პოლიტიკურმა შეხედულებებმა კაპიტალიზმის მახინჯ მხარეებზე და დასტ-ბოულის მიგრაციების ისტორიულ მოვლენათა მითიურმა ხელახალმა ინტერპრეტაციამ ავტორზე მის მშობლიურ შტატში მწვავე შეტაკებები გამოიწვია. განსაკუთრებით აგრესიულობით გამოირჩეოდნენ მსხვილი მიწათმფლობელები და ბანკირები, რომლებიც ავტორზე ათასგვარ ჭორს ავრცელებდნენ.

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s