ჯენი ჰოლზერი

Jenny Holzer

&MaxW=640&imageVersion=default&AR-131129854

ჯენი ჰოლზერი არის ამერიკელი კონცეპტუალისტი არტისტი.ცხოვრობს და მოღვაწეობს ნიუ-იორკში. დაიბადა 1950 წლის 29 ივლისს ოჰაიოში.თავდაპირველად მიისწრაფოდა გამხდარიყო აბსტრაქციონისტი მხატვარი.1968–1970 წლებში, Duke-ის სახელობის უნივერსიტეტში სწავლობდა ზოგადი ხელოვნების კურსზე.ოჰაიოს უნივერსიტეტის დამთავრებამდე სწავლობდა ხატვას,ესტამპს და ფერწერას ჩიკაგოს უნივერსიტეტში.1974 წელს ჯენიმ გაიარა საზაფხულო კურსები როდ აილენდის დიზაინის სკოლაში.1976 წელს საცხოვრებლად მანჰეტენზე გადავიდა, სადაც მონაწილეობას იღებდა  Whitney Museum – ის დამოუკიდებელ სასწავლო პროგრამაში.ამ დროს დაიწყო პირველად მუშაობა ენასთან,ინსტალაციასთან და საზოგადოებრივ ხელოვნებასთან. ჯენი ჰოლზერი ასევე არტისტების ჯგუფ Colab-ის აქტიური მონაწილე იყო.

ჰოლზერი ცნობილია თავისი მაშტაბური საჯარო ჩვენებებით,რომლებიც ძირითადად მოიცავს სარეკლამო ბილბორდებს,შენობებსა და სხვა არქიტექტურული სტრუქტურებს – განათებული ელექტრონული მონიტორებით.მისი შემოქმედების მთავარი აქცენტი სიტყვებისა და იდეების საჯარო სივრცეში წარმოდგენაა.

ჯენის პირველი საჯარო ჩვენება Truisms, ანონიმური ქაღალდების ერთობლიობა იყო,რომლებიც მან ანონიმურად დაბეჭდა – შავი დახრილი შრიფტით თეთრ ქაღალდზე და შემდეგ მანჰეტენის ირგვლივ, შენობებსა და კედლებზე გამოაკრა.

1981 წელს ჩნდება ახალი წარწერების სერია სახელად Living series,რომლებიც ამჯერად ალუმინის და ბრინჯაოს ფირფიტებზეა დაბეჭდილი და გამოფენილია სამედიცინო და სამტავრობო შენობების კედლებზე.

1982 წელს,არტისტი პირველად აკეთებს ინსტალაციას დიდ მონიტორზე (Times Square, New York)

1983-85 წლების ტექსტების სერიაში სახელად Survival series,საუბარია უდიდეს ტკივილზე, აღფრთოვანებასა და თანამედროვე საზოგადოებაში ცხოვრებაზე.

1986 წელს ჰოლზერი ქვაზე მუშაობას იწყებს.ამავე წლის გამოფენაზე,რომელიც Barbara Gladstone-ის გალერეაში მოეწყო,მნახველს აქტუალური გარემო დაახვედრა, სადაც მაყურებლის თვალწინ სასტიკი ვიზუალური  LED-ს ჰორიზონტალური ნიშანი და ქვის სკამები იყო განთავსებული.ასეთმა პრაქტიკამ კულმინაციას შემდეგ ინსტალაციაში მიაღწია,რომელიც 1989 წელს  Guggenheim-ის მუზეუმში იყო წარმოდგენილი.ეს იყო 163 მეტრიანი ნიშანი,რომელიც მუზეუმის კედლებს სპირალისებურად გასდევდა.

ჯენი ჰოლზერი იყო პირველი ქალი,რომელმაც წარადგინა ამერიკის შეერთებული შტატები ვენეციის ბიენალეზე 1990 წელს და მის პავილიონს მიენიჭა Leone D’Oro-ს ჯილდო.

HOLZERSica

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s