WHAT IF/THEN

წიგნი ‘WHAT IF / THEN’ სტიქიურ უბედურებაზეა, რომელიც 2015 წლის 13 ივნისს მოხდა თბილისში.
ტექსტი: ნატა კუჭაიძე

 

დღეები, როცა ეს ყველაფერი ხდებოდა, იყო ბნელი. ქალაქს დაკარგული ჰქონდა ყველა ფერი. ტერიტორიებს აღარ შერჩენოდათ მწვანე, რაც ისედაც აკლდა ამ თითქოსდა მოვლილ, თუმცა მაინც ლეგოსავით აწყობილი კორპუსებით სავსე დედაქალქს. თუმცა სწორედ ამ სიბნელემ შეძლო გარკვეული დროით თითოეული მოქალაქის განათება. ყველასი გარდა ერთისა – ხელისუფლება მოძრაობდა უტრაექტორიოდ.
დამგეგმავიც და გამკეთებელიც ვიყავი მე, იყო ის, ვიყავით ჩვენ და ისინი. ჩემთვის მნიშნველოვანია, შევეხო შემდეგ საკითხებს. როგორ გაუმკლავდა ქალაქზე დამტყდარ ტრაგედიას სახელმწიფო, როგორ გაუძლო ამას ქვეყანამ, ვინ გამოაჯანმრთელა თბილისი.
პირდაპირ პოლიტიკურ ხედში რომ გადავიხედოთ, მივხვდებით, რამდენი შეცდომა დაუშვა ამ პერიოდში მთავარმა ძალამ. რამდენი რამ გამოიყენა სათავისოდ უმცირესობამ. უმრავლესობის ყველა წამგებიანი სიტუაცია რომ  ყველაზე ხელსაყრელია, ეს პოლიტიკის ანი ბანია. ანუ ორჯერ ორი რომ ოთხია ისე მოხდა ახლაც. მიუხედავად ამისა, იყო უამრავი მართებული შენიშვნა და მინიშნება, რომელთა გამოყენებაც უკეთესი იქნებოდა, რომ არა სიძულვილი საპირისპირო აზრისა. ის, რაც ყველაზე მნიშნველოვანია, რაც ყველაზე ცივილიურია, რაც ყველაზე აპრობირებულია – ჩვენთან დაიწუნეს.
ადრე წინა ხელისუფლებამ მსგავსი შემთხვევებისთვის და არა მარტო, შეიძინა ოთხი ფრანგული ვერტმფრენი. (სახელად „სუპერ-პუმა“) როგორც ამას ისტორია გვიჩვენებს, იშვიათად, რომ მოქმედ ხელისუფლებას წინამორბედი უყვარდეს. ჩვენთან ეს ყველაფერი ექსტრემალურად მძიმედ არის. არჩევნების გზით, სრულიად ლეგიტიმურად გადააყენა დღევანდელმა მთავრობამ წინა, ამოუყარა და დღის სინათლეზე გამოიტანა მთელი ძველი „ცოდვები“, თუმცა ახლა ქვეყანაში ძლიერი ოპოზიცია გვყავს. თუმცა, სამწუხაროდ, რეალური სურათი სუსტ პოზიციას გვიჩვენებს.
თუ ძალიან უტრირებულად არ გამომიმვა, შემიძლია ვთქვა, რომ სიძულვილისგან დაბრმავებულებმა ათასი არგუმენტი მოიფიქრეს, ათასი ისტორია მოუგონეს ვერტმფრენებს, რომლებსაც შეეძლო დახმარებოდა წყალში მოტივტივე ხალხს, რომლებიც შველას ითხოვდნენ. საქართველოს ყველა არხზე, ყველა საინფორმაციო გამოშვებაში რამდენჯერმე გაშუქდა ეს ამბავი. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა იმასთან ერთად, რომ თბილისი იყო ლაფში. ზოგის თქმით, გაუმართავი იყო, თვითონვე ჩავარდებოდა წყალში,ვერავის გადაარჩენდა და ასე შემდეგ.
ეს საკითხი დარჩა გამოუძიებელი და დაეყრდნო მხოლოდ ხელისუფლების მტკიცებებს, რომ ის უფრო მეტ ადამიანს დააზარალებდა, ვიდრე გადაარჩენდა. გარდაცვლილთა ოჯახის წევრების ცრემლიან თვალებში კი დღემდე იკითხება – იქნებ მეტის გაკეთება შეიძლებოდა.
პოლიტიკური განხილვა ამ ამბისა მალევე ჩაცხრა, ხალხი ცდილობდა ტრაგედია მოეთმინა, ტკივილი აეტანა. მოსახლეობა ერთმა საერთო ტრაგედიამ გააერთიანა. ქუჩებში იყო სიჩუმე ტკივილიანი. დაზიანებული ადგილების გავლა დღემდე ემოციურია. წარმოიდგენ იმ შემორჩენილ კადრებს, რასაც ტელევიზიები 13 ივნისის ღამეს აშუქებდნენ. დენის ბოძზე შემოხვეული კაცი, რომელიც წამი წამზე ელოდა, რომ წყალი კიდევ უფრო ადიდდებოდა და რამდენიმე საათიანი ტანჯვა, მოსრიალე ხელები, ძლივს კბილებით დაჭერილი საკუთარი სიცოცხლე ხელიდან დაუსხლტებოდა.
ის კაცი დღეს ცოცხალია. ისტორიას ყვება მძიმეს. მიმდებარე კორპუსებიდან როგორ უყვიროდნენ ადამიანები, გამაგრდი, მალე მოვლენ საშველად. დასახმარებლად მანამ არავინ მოსულა, სანამ წვიმამ არ მოუკლო, წყალი არ ჩაწყნარდა. უფრო ტრაგიკულ ისტორიებსაც ინახავს 13 ივნისის ფურცელი. გარდაცვლილ დებს, გოგონებსა და ბიჭებს. და რაც ყველაზე მთავარი და საშინელია, ამ დრომდე დაკარგულ ცხედრებს. დღემდე სანაპიროებს დაუყვებიან სამი ბიჭის ოჯახის წევრები, დღემდე ჩიჩქნიან ადგილებს, მდინარის ბოლოებს ეძებენ, ეძებენ მათ ყველგან, სადაც შესაძლებელი და შეუძლებელია.
მნიშნველოვანი როლი ამ დღეს ჟურნალისტებმაც ითამაშეს. უფრო სწორად კი, უკარგესად შეასრულეს როლი, როლი, რომელიც ოპერატიულად ინფორმაციის მიწოდებას, სწორი ინფორმაციის გავრცელებასა და ამით ხალხის დახმარებას გულისხმობს. უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა ლიდერი ტელეკომპანია, უწყვეტ რეჟიმში იდგნენ ადიდებულ მდინარეებში ჟურნალისტები, ოპერატორები, მათი დამხმარეები. უსაფრთხო უბნებში ტელევიზორებს უსხდა ნაწილი, ნაწილი კი საფრთხიან ტერიტორიებზე ხალხის დახმარებას ცდილობდა.
სოციალურ ქსელში ყოველ წამს ახალ-ახალი ინფორმაცია იდებოდა. ის, რაც ყველაზე მნიშნველოვანი იყო, შესრულდა ყველაზე მაღალ დონეზე. მოსახლეობას, მიუხედავად ურთულესი პირობებისა და სიტუაციისა, არ მოუწია ინფორმაციულ ვაკუუმში ყოფნა.
ყველამ ზუსტად იცოდა, საით ჯობდა გადაადგილება და საით არა. სად იყო საჭირო დამხმარე ძალის მისვლა. სად კლავდნენ ვეფხვებს და სად აძინებდნენ. მე კი სწორედ ამაში ვხედავ ჟურნალისტების ერთ-ერთ ყველაზე მთავარ მისიას. მათი მოვალეობაა, ჩვენ რეალურად გვითხრან ის, რაც ხდება. ჩვენი კი – გადავყწვიტოთ, რა მოვიმოქმედოთ.
როგორც იქნა, ეგ ღამე ძალიან ნელა, დიდი ტკივილით, მაგრამ მაინც მიიწურა. როგორც იქნა, გათენდა. რთულად შესამჩნევი იყო. ცაზე ისევ შავი ღრუბლები. ღამის ტრაგედია, რა თქმა უნდა, მთელ ქვეყანაზე გავრცელდა. ეს არ იყო მხოლოდ თბილისის ტრაგედია.
დახმარებები, გარდაცვლილი ადამიანების ოჯახის წევრები მოდიოდნენ და გვიერთდებოდნენ სხვადასხვა რეგიონიდან, სხვადასხვა მხრიდან საქართველოსი. ღამე უფრო შემზარავი იყო ის, რასაც ვისმენდით, დღისით კი ის, რაც დავინახეთ. თბილისის ყველაზე დაზარალებულ ადგილებს აღარ აჩნდათ სიცოცხლის ნიშანწყალი. აღარაფერი იყო ცოცხალი. მაღალსართულიანი კორპუსებიც გაშავებულიყვნენ. ყველგან ყვითელი ლენტი იყო გაჭიმული წარწერით – POLICE LINE DO NOT CROSS.
14 ივნისს დაბნეული შეხვდა ქალაქი. ეს დღეები თითოეული მოქალაქის ცხოვრებაში დარჩა ისტორიად, ეს ყველას ფურცელზე დაიწერა, გაგვაერთიანა. ქალაქზე დაბნეული ჩანდა ხელისუფლება, რითი დაეწყოთ, რომელი ქუჩით, რომელი პრობლემით, ვისი ძებნით, რისი გაწმენდით, ქაოსი. ჩვენ მოვბილიზდით. სოციალურ ქსელში შეიქმნა ჯგუფი, სადაც ათასობით და ათიათასობით ადამიანი ინფორმაციებს ავრცელებდა, იწერებოდა სად იყო საჭირო დამხმარე ძალა, სად წყალი, სად ნიჩაბი, სად ხელთათმანი, სად მედ-პუნქტი. ნიჩბების მომარაგებამდე ჩვენი შიშველი ხელებით ვეფერებოდით ქალაქს, ვეხუტებობდით, ვუვლიდით.
ჩვენი ხელებით გამოვხატავით, რომ ეს ყველას საკუთარ კანზე ტკიოდა, არ ჰქონდა მნიშნველობა ვინ უფრო მეტი დანაკლისი განიცადა. 13 ივნისის შემდეგ მსოფლიო მასშტაბით ერთი და იგივე ინფორმაცია ვრცელდებოდა თითქმის ყველა გაზეთსა თუ ტელევიზიაში. ერთი და იგივე ფოტოები. ფოტოები იმის შესახებ, თუ როგორ შესეოდნენ ახალგაზრდები ( და არა მარტო) განადგურებულ ქალაქს, როგორ სინქრონში ცდილობდნენ თითქოს მის დამშვიდებას, რომ თბილისო, ყველაფერი ისევ ძველებურად იქნება. ტალახში იყო ამოსვრილი ყველა – ნებისმიერი რჯულის, შეხედულებისა თუ იდეოლოგიის ადამიანი. ყველა, ვისგანაც განვსხვავდებოდი და ვინც მგავდა მე. ეს დიდი ხნის შემდეგ პირველად ამართლებდა საქართველოს სლოგანს  – ძალა ერთობაშია!  საწყენი და პოლიტიკურად დიდი შეცდომა იყო , ესეთ დროს უაზრო ფაციფუცი, ფასადური მცდელობები და შექმნა სურათისა, რომ როგორ არა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ. სინამდვილეში თბილისი ჩვენ დავაყენეთ ფეხზე, ჩვენ, მოსახლეობამ. ასეც უნდა ყოფილიყო, ძალა აუცილებლად უნდა ყოფილიყო ერთობაში, თუმცა ეს შეიძლებოდა უფრო მალე მომხდარიყო, არ გაგრძელებულიყო დღეები, კვირები დედაქალაქის გაწმენდასა და დასუფთავებაში, ცხედრების პოვნაში. ცხედრები – სწორედ მათი მეშვეობით დარჩება 13 ივნისი 21-ე საუკუნის საქართველოს ერთ-ერთ მძიმე დღედ. 21-ე საუკუენეა. ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში დაუფიქრებლად უნდა იყოს შესაძლებელი მასთან გმკლავება.
მთავარ ძალას არა ხალხში – არამედ საკუთარ ხელებში უნდა გრძნობდეს ქვეყანა, ქვეყნის მთავარი ძალა, ხელისუფლება.
ნელ-ნელა ყველაფერი მიწყნარდა, ნელ-ნელა ყველამ მოიკრიბა ძალა და ქალაქიც ქალაქს ემსგავსებოდა. თუმცა აქ კიდევ ერთმა დაუდევრობამ იჩინა თავი. სტიქიამ დახოცა ცხოველები, ფაქტობრივად უცხოველოდ დატოვა ზოოპარკი. ნაპოვნი არ იყო ყველა ცხოველი, თუმცა საგანგებო მდგომარეობა ქალაქში მაინც არ გამოცხადებულა. ხალხი ხან მშვიდად და დაცულად გრძნოდა თავს,ხან კი ცრუ განგაში ატყდებოდა, გავრცელდება ინფრომაცია თითქოს რაღაც ქუჩაზე ვეფხვი შეამჩნიეს. ერთ-ერთმა გადარჩენილმა ვეფხვმა, რომელიც ძველი ქარხნის ტერიტორიაზე იმალებოდა, კაცი იმსხვერპლა, ნახევრად ჭამა. მისი გადარჩენა შეუძლებელი გახდა. ქალაქს მეორე დიდი უბედურება დაატყდა თავს. 21-ე საუკუნეა. მსოფლიო ელვის სისწრაფით ვითარდება,ჩვენთან კი დღის სინათლეზე, ლაფის ამოსაწმენდად მისული კაცი ვეფხვმა ჭამა, მოკლა.
აურზაური მეორედ დატრიალდა, ვის ვისთვის დაებრალებინა განადგურებული სიცოცხლის ამბავი, არავინ იცოდა. ხან ზოოპარკს დაბრალდა, ხან ხელისუფლებას, ხან ქარხნის დაცვას. მე კი ვფიქრობ, რომ მოსახლეობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება და არა ზოოპარკის დირექტორი ან რომელიმე ლოკაციის დაცვის სამსახური. თუმცა მოხალისეების შემხედვარე შეგვეძლო გვეფიქრა, რომ სჯობს თავად მოქალაქეები იყვნენ თავიანთი თავების პირველი დამცველები. მაგრამ ხელისუფლება ჩვენგან პირველ რიგში სწორედ ამაში იღებს ფულს. ეს იყო სურათი, რომელმაც დამარწმუნა, რომ ქვეყნის საქმე გაცილებით უფრო რთულად იყო, ვიდრე ეს მეგონა და ჩანდა. სწორედ ამ დროს გავიაზრე, ამ ისტერიული მოვლენებისას სიტყვები, რომ ორი რამ არის უძირო – სამყარო და ადამიანის სიბრიყვე.
რა ხდება ახლა? ახლა ყოველი თვის 13-ში ვამბობთ ხოლმე, ივნისიდან გავიდა ორი თვე, სამი თვე ა.შ. როგორ ცხოვრობენ ახლა დაზრალებული ოჯახები, ოჯახები, რომლებსაც სტიქიამ წაართვა საყვარელი ადამიანები, წაართვა სახლები, ნივთები, ყველაფერი, რაც აქამდე ამ წლების განმავლობაში მოუპოვებიათ. სტიქიამ დაზარალებულებს წაართვა წარსული, დარჩნენ ცუდი აწმყოს შემყურენი მომავლის მოლოდინში.
ახლა დაზარალებულები გადანაწილებულები არიან სასტუმროებში, ნელ-ნელა ურიგდებათ ბინები. ეს ყველაფერიც იგვინებს. იგვიანებს მათი როგორც მორალური ასევე ფინანსური დანაკრგის ანაზღაურება. ვაგვიანებთ, ჩვენ განვითარებას ვაგვიანებთ. ბევრჯერ დაგვაგვიანდა. უნდა ვიჩქაროთ.
15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა. სიჩუმე ორმაგი გახდა. იმის გარდა, რომ 13 ივნისი ყველას ტკივილი იყო, ამ დღემ მთელი ქვეყანა დააფიქრა. გადახარისხება მოხდა ფასეულობების. რაზე ღირს დავა ამ ყველაფრის შემდეგ და რაზე აღარ. ჩემზე კი ამ დღემ ერთი უდიდესი კვალი დატოვა, რამაც უფრო და უფრო გამიმწვავა ჩემი დამოკიდებულებები ამა თუ იმ საკითხის მიმართ. ჩემი ქვეყანა მეტს იმსახურებს. ჩემი ქვეყანა კარგია და კარგი მოვლა სჭირდება.
ჩემი ქვეყანა მინდა იყოს უზრუნველყოფილი და ამისთვის ჯერ კიდევ იმხელა გზა და იმდენი დაბრკოლება გვაქვს გადასალახი. საქართველო ევროპაა. მე კი უფრო მეტი მინდა. არ მაკმაყოფილებს ვიცოდე,რომ გეოგრაფიული მდებარეობით მივეკუთვნებით მას. მე მინდა, რომ ჩვენ დავიმსახუროთ გავწევრიანდეთ ნატოში, ევროკავშირში. მე მინდა, ჩვენ არ ვიყოთ პოლიტიკურად გაუნათლებლები, მინდა თითოეულმა მოქალაქემ ვიცოდეთ, რა სჯობს ქვეყნისთვის,რა არის პოლიტიკურად გამართლებული ნაბიჯი, რაზე უნდა ამოვიღოთ ხმა და დავუქნიოთ თითი მთავრობას. მთავრობას ჩვენი უნდა ეშინოდეს და არა ჩვენ მათი. ჩვენ ყველაზე დიდი ძალა ვართ. ჩვენ ვართ საქართველო.
ეს ერთგვარი ტრაგიკული თავგადასავალი კიდევ  ერთი მაგალითი იყო იმისა, გამმყარებოდა ჩემი პოზიცია, რომ ჩვენ შეგვიძლია მეტი. ხელის ჩაქნებვა ყოველთვის ყველაზე მარტივი გამოსავალია. მიატოვო ის, რისი გაკეთების ან ნაკლები სურვილი გაქვს ან უბრალოდ უნარი არ გაგაჩნია.
ის, რასაც საკუთარ კანზე განიცდი, ხშირად რთული გადმოსაცემია ან თუ მაინც შეეცდები უმეტესად რთულია გაგება. მსოფლიოს მხოლოდ ერთი კადრი შემორჩა 13 ივნისის სტიქიიდან – როგორ დადიოდა ქუჩებში ზოოპარკიდან გამოვარდნილი ბეჰემოტი. თბილისი სურეალიზმში. ბეჰემოტი გადარჩა, მისი ლიკვიდაცია არ გახდა საჭირო. დააძინეს, დააბრუნეს თავის ადგილას. მსოფლიოსთვის კი ის დარჩა, როგორც სიმბოლო 13 ივნისის ტრაგედიისა.
მაგრამ განადგურდა უამრავი ბინადარი ზოოპარკისა. აღარცერთი მაიმუნი თბილისის ზოოპარკს აღარ ჰყავს.  აღარ არიან ცხოველების მთავარი მომვლელები. ისინი სტიქიასთან ერთად ცხოველთა უდიდესმა სიყვარულმა იმსხვერპლა.
არცერთი წამით არ მიატოვეს, არ დატოვეს ყველაზე საშიში ტერიტორია მძიმე წვიმის დროს,ტერიტორია, რომელიც რამდენიმე დღეში ახალგაზრდების მიერ დასუფთავდა და 13 სექტემბერს, სტიქიიდან სამი თვის მერე კვლავ ამუშავდა. გახსნიდან რამდენიმე დღესი ზოოპარკში მივედით. ჩერნობილს გავდა ცოტა. ტრაგედიის სუნი დასუფთავების შემდეგ მაინც დგას. ფერიც იგივე შერჩა თითქოს. ძალიან ცოტა ცხოველი, ახალი მომვლელები,დაბნეულები და დამწუხრებულები, გაწმენდილი, მაგრამ უბავშვებოდ დარჩენილი საქანელები.
13 ივნისის სტიქიამ დაწერა უამრავი ტრაგიკული ისტორია, თუმცა ასევე დაბადა უამრავი გმირი. გმირები, რომლებმაც 13 ივნისის ღამეს დაღუპულთა რაოდენობა შეამცირა და უამრავი ადამიანი გადაარჩინა და გმირები, რომლებმაც თბილისი გამოაფხიზლეს.
მე და ალბათ არავის, ვინც ეს ამბავი ნამდვილად ძალიან ახლოს მიიტანა გულთან, არასდროს დაგვავიწყდება 13 ივნისი. ეს დღე ყოველთვის დარჩება ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე სამწუხარო დღედ. დღედ, რომელიც ერთი დიდი სარკე იყო საქართველოსი. სარკე, სადაც ყველამ ერთად ჩავიხედეთ და დავინახეთ, რა ვართ, ვინ გვმართავს და რა შეგვიძლია ჩვენ.

 

Text: Nata Kuchaidze
Book WHAT IF / THEN is about the disaster, which happened on 13 June, 2015 in Tbilisi, Georgia.
The days, when it all happened, was dark. The city had lost all of the color. There was no longer green on the areas.But this darkness was able to light every citizen for a time. Everyone except one – the government was moving without Trajectory.
The Planner and the maker was I, was him/her, and were we and they.It is important to me, to touch the next topics. How the state dealt with the disaster, How resisted this country, and who recover Tbilisi.
If we look directly to the political view, we will realize how many mistakes the main force made. How many things used the minority for its favor?The unprofitable situations for majority are always more favorable for the minority. Nevertheless, there were plenty of valid note or a hint, the use of which would have been better, if not the hatred of the opposite opinion. What is the most important, what is the most civilized, the most tested – we have rejected.
Earlier the previous government for such accidents and not only, bought four French helicopters. (Named “Super-Puma”) As history shows, rarely, the current government to love the precursor. We have all of this extremely difficult. Through elections, totally legitimately dismissed the current government the previous. Founded and brought to the light all the old sins. But now we have a strong opposition in the country. However, unfortunately, the reality shows a weak position.
If it won’t be very exaggeratedly from me, I can say that, blinded of hate they thought thousands of arguments and stories about helicopters, which could help the people, who were floating in the water and were asking for help. On Georgia’s all of the channels and in news programs, this story was reported several times. This was one of the current topic together with the fact that Tbilisi was in mud.Some said that they were faulty, they will fail in the water themselves, and could not survive anyone and etc.This issue has remained unresolved and relied on government’s evidence, that the helicopters could harm more people instead of saving them. In the tearful eyes of the family members there is still readable – Maybe it was possible to do more.
Political discussion in the story quickly came to naught, people have tried to showed patience in the tragedy and to endure the pain.The population were united under the common tragedy. There was painful silence in the streets. When you pass by the damaged areas it is still very emotional. You imagine the preserved shots, which TV reported on the night of June 13.The Man around the pole, who was waiting, for the water to rise very quickly, And several hours of suffering, his sliding hands, barely caught his own life with the teeth to be taken away from him.
Today the man is alive, but he tells the story in very terrible way, how the people were shouting, from the surrounded houses, at him to stay strong, that the rescue will come soon. No one has come for help as long as it stopped raining and the water calmed down. More tragic stories keeps the paper of June 13. The dead sisters, girls and boys. And what is most important and terrible, the bodies which are still missing. Still walking near the shore, three families of the victim boys. They are still looking for them everywhere, still searching in the places, where it is possible and impossible.
On this day, the journalists also played very significant role. More correctly, they performed the role very good, the role which means, operatively provision of information, dissemination of information and with this helping the people to be informed. In Uninterrupted mode worked the leading TV, in continuous mode were standing, journalists, operators and their assistants, in swollen rivers. Part of the people were sitting in front of the TV in the safe area and watching them, while others, in dangerous areas, were trying to help people. In every second the new information were posted on the social network. What was the most important, was performed at the highest level. Population, despite the very difficult conditions and situation, were not in informational vacuum. Everyone knew exactly where it was better to move and where not. Where was the need of the auxiliary force? Where they were killing tigers and where they made them sleep. Here I see one of the main mission of journalists. Their duty is to tell us what actually is happening. And we – to decide what to do.
Finally this night, very slowly and with big pain, ended. At last, the morning came. It was hardly noticeable. In The sky there were still black clouds. The night of the tragedy, of course, spread throughout the whole world. It was not only Tbilisi’s tragedy. Allowances, family members of deceased persons were coming from different regions and join us, from all the sides of Georgia. It was more terrible what we heard about last night, and in the morning what we have seen. In the most affected areas there was no longer signs of life. Nothing was left alive. The surrounded houses were black too. There was everywhere the yellow tape – POLICE LINE DO NOT CROSS.
The city met the June 14 too confused. These days remain in every citizen’s life as a history. It was all written on each person’s sheet of paper. It made us unite. The Government was more confused than the city, they did not know how to start? From which street to start? Which of the problem? Who to search? What to clean and etc. chaos. We were mobilized. The group was set up in social network, where thousands of people spread the news, it was written where the auxiliary power was needed, where the water, spades, gloves, the medical items and etc. Before supplying the shovels, we were cuddling the town with our bare hands and taking care of it. We demonstrated with our hands, we felt the pain on our bodies. It had no significance who was more damaged. After the June 13, the same information was spread across the world in almost all newspapers and in TV. The same photos. Photos about, how the young people (and not only) were trying to calm down the town and to return its first appearance.
Everyone was in mud – without the difference of any low, point of view or ideology. All who were different and look like me. After many years, this situation described the Georgian Motto – Strength is in Unity, very well. It was the sad and politically the big mistake, in such situation, senseless rush, and attempts to create a virtual image that yes, we do. Reality is that we, the population, have raised the city on foot. It should have been so, because the strength is in Unity, but it could have happened sooner, and not after continued days, weeks for cleaning the capital and during this finding the dead bodies. Corpses – That is the reason why June 13, will be one of the hardest day of 21st century. Yes, its 21st century and in normal, developed countries it should be possible to deal with the disaster without such many corpses. The main force have to be not in people – but the country have to feel the power in its hands, the country’s main power, the government. Little by little it became quiet, slowly all gathered power and strength of the city was resembling to the city. But here’s another carelessness arose. The disaster killed animals, in fact it left the zoo without animals. All the animals were not found, but the state of emergency in the city still has not been announced. People sometimes felt quietly and secure themselves, but sometimes even a false alarm row, spread information as someone noticed the tiger.
One of the survivor tiger, which was hiding in the old factory, killed a man, to say more truly it half ate him. It was impossible to save his life. The city’s second disaster struck. It is 21th century. The world is evolving rapidly, and here in Georgia on the daylight, a man was killed, eaten, who was just going to clean some area from mud. Started the second trouble, whom they blame for the destruction of life story, no one knew. Sometimes the zoo was blamed, or the government, or factory protection. But I think that the government is responsible for population’s safety and not a zoo director or any of the location security service. However due to the volunteers, we could think that we were the first defenders of ourselves. But first of all the government takes money from us and it was the picture, which assured me that the situation is much more complicated than I thought, and it looked. At that moment I realized during this hysterical events words, the two things are bottomless – the universe and human stupidity.
What happens now? Now in each 13 of month we say, that from June passed two months, three months and etc. but how the affected families are living now? The families, who lost the loved ones, houses, things, everything what they had reach in all these years? The disaster took the past from the families away, and they left looking for terrible present and in anticipation of the future.
The victims are distributed in hotels now, and apartments are given slowly to them.
It’s all too late. It have been delayed as well as their financial compensation as their moral loss. We are late, we are late to develop. And we were in late for many times. Need to hurry.
June 15 was declared a day of mourning. Silence has become double. In addition to all the pain was on June 13, the day made all the country to think. The values were sorted. What is the meaning of dispute after all, and what not? For me this day was one of the greatest impact, causing more and more my attitudes about the issue. My country deserves more. My country is a good thing and needs to take care.
I want my country to be provided and for this we still have to overcome such many obstacles still have to overcome. Georgia is Europe. I would like to see more. I am not satisfied to know that Georgia is the Europe by the geographic location which it belongs. I wish that we gain to join NATO, the European Union. I would like not to be politically uneducated, I want every citizen to know what is better for our country, what is politically the right move, what about we have to speak out and shook the finger to government. Our government have to fear us, not us to fear them. We are the biggest power. We are Georgia.
This kind of a tragic adventure was another example of the fact, that my position became stronger and that we can more and more. Nihilism is always the easiest way out.it like to leave something, just because of you have no desire to change anything or you just don’t have any ability for it.
What you feel on your skin, it is often to express and if you try to express it is hard to understand. Only one shot was remained after the disaster on June 13 – it was the Hippo, which went out from the zoo in to the streets. The Capital of Georgia – Tbilisi – in Surrealism. The Hippopotamus was survived, there was no need it to be liquidated. It was asleep by the tranquilizer darts and returned to its place, in the Zoo. For the world it remained the main symbol of the June tragedy.
‘Pictures of animals dominated the front pages  – a freshly tranquillised hippo wandering through the streets; a bear perching on top of an air conditioning unit – and the world was gripped by the drama.
Meanwhile, the hippo has become a symbol for protesters and for fundraising efforts alike.
One of the campaigns adopting the mascot is the Tbilisi Hippo Fund, which will divide donations in half – sharing the money between the zoo and the people affected by flooding’
(http://www.theguardian.com/world/2015/jun/18/tbilisi-hippo-flood-recovery)
But there were destroyed many animals of the zoo. There are no monkeys at the Tbilisi zoo. There is no longer the main caretakers of animals. They were killed by the disaster with great love of animals.
None of the moment caretakers did not leave them, did not leave the most dangerous area while it was heavy rain at the time, the area, which was cleaned by a few days after, by the young people and on 13 September, after three month after the disaster, the Zoo was again reopened. After few days from its opening we went there. It was looked like a little bit Chernobyl. The smell of tragedy is still there despite of the cleaning this area. The color was also the same as we saw it while disaster. The zoo is full of few animals, the new caretakers, confused and saddened, cleaned, but the swings without children.
The disaster of 13 June has written a lot of tragic stories, but also gave birth to a lot of heroes. Heroes, who have reduced the death number in the night of June 13 and saved a lot of people and the heroes who have awakened Tbilisi.
I and probably no one, who was really touched in the heart by this story, will never forget June 13.This day will always remain for me one of the saddest day. The day, which was one of the great mirror of our country. The mirror, in which we all saw who we are, who rules us and what we can do.

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s